пятница, 1 марта 2024 г.

პროექტი დედა ჩემი გაზაფხულია

პროექტის განაცხადი პროექტის ხელმძღვანელი მაია ახალკაცი პროექტში მონაწილენი მაია ახალკაცი 3 კლასის მოსწავლეები დასაწყისი 26თებერვალი დასასრული 1 მარტი ბიუჯეტი /რესურსები სამუშაო მასალით ბავშვებს ვუზრუნველვყოფ თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტი მიზანი საით გვსურს წასვლა? რას გვინდა მივაღწიოთ? პატარები გააცნობიერებენ დედის როლსა და მნიშვნელობას, დააზუსტებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ ნახატებში, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, აპლიკაციის გამოყენებით ააწყობენ სარვამარტო თაიგულებს; მონაწილეობას მიიღებენ თემასთან დაკავშირებით მოწყობილ კონკურსში, შეისწავლიან ლექსებს დედაზე, წაიკითხავენ შერჩეულ მოთხრობებს და იმსჯელებენ მათ მორალზე არსებული მდგომარეობა რა მდგომარეობაა ამ მომენტისათვის? რა პრობლემები არსებობს? ამ მომენტისათვის ბავშვები გამოხატავენ სურვილს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობისას.შესასრულებელ ამოცანებს დავგეგმავთ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პრობლემაა სკოლაში ინტერნეტის არქონა, მაგრამ ვიმუშავებთ სახლებში. განსახორციელებელი ამოცანები რა უნდა გაკეთდეს? რა დროში? რა თანმიმდევრობით? 26თებერვალი ა)ხატვა თემაზე ,,ჩემი დედიკო“ ბ)მისალოცი ბარათების დამზადება (პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მაია ახალკაცი 27 თებერვალი დისკუსია თემებზე: ა) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“ ბ),,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“ გ),,რას ვუსურვებ დედას?“ 9) პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მ.ახალკაცი 28 თებერვალი კონკურსი: ,,აი, ნამდვილი შვილი, აი, ვის უყვარს დედა“ ა)კროსვორდის ,,გილოცავ დედა“ შევსება ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით სიტყვების შედგენა გ)დაშიფრული სიტყვის ,,სიხარული“ გამოცნობა დ) ცხოველების და ფრინველების გამოცნობა მითითებული ნიშნების მიხედვით ე)აპლიკაციის გამოყენებით სარვამარტო თაიგულების აწყობა პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მ.ახალკაცი 29 თებერვალი კლასის საათი: ,,დედა ჩემი გაზაფხულია“ ა)დედაზე ლექსების თქმა და მოთხრობების წაკითხვა ბ)პროექტის შეჯამება პასუხისმგებელი ჩატარებაზე: მაია ახალკაცი შედეგი ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა? პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს; ეცდებიან მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავიანთი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს. შეფასება როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით, თუ არა შედეგზე? პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს. ჯგუფის წევრები დავაკვირდებით ერთმანეთის მუშაობას პროექტის მიმდინარეობისასაც სპეციალური შეფასების რუბრიკების საშუალებით პროექტის რეფლექსია პროექტის დასახელება: ,,დედა ჩემი გაზაფხულია“ პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება: გვსურდა სათანადოდ აგვეღნიშნა დედის დღე 3 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი.დედის თემა არასოდეს კარგავს აქტუალურობას, მით უმეტეს სპეციალურად მისთვის დაწესებულ საზეიმო დღეებში. ბავშვებს შევუქმენით სათანადო გარემო და მივეცით შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოეხატათ დედის სიყვარული და პატივისცემა. მიზანი: პროექტის მიზანი იყო დავხმარებოდით მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ გადაუხდელი და შეუფასებელია დედის ამაგი; შეგვექმნა მათთვის მოტივაცია დედის, ქალისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვის,დაგვეფიქრებინა პატარები, თუ როგორ ჯობია მოიქცნენ დედის გასახარებლად; მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში; შედეგად- თვითონაც შექმნოდათ ხალისიანი განწყობა და დედაც გაეხარებინათ პროექტის ფარგლებში შექმნილითავიანთი ნამუშევრებით. ამოცანები და განხორციელების გზები : დასახული მიზნის მისაღწევად დავგეგმეთ და შევასრულეთ შემდეგი ამოცანები : 24თებერვალს შევკრიბე დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე,დავურიგე სამუშაო მასალები და ვთხოვე ჯერ შეესრულებინათ ნახატები თემაზე: ,,ჩემი დედიკო“, შემდეგ კი დედისათვის მისალოცი ბარათები დაემზადებინათ.ბავშვებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ნახატებში გადმოსცეს დიდი სიყვარული დედისადმი და გამოხატეს საზეიმო განწყობა-ამაზე მეტყველებდა მათ მიერ გამოყენებული ნათელი ფერები. პატარების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები კი სავსე იყო კეთილი სურვილებით. გამორჩეულად კარგი ნამუშევრების ავტორები იყვნენ: ლიკა და თენგიზ კამკამიძეები, კესო ჩხიკვაძე, მარიამ კვირიკაშვილი და ხატია შველიძე. 25ტებერვალს ბავშვებს შევთავაზე დისკუსია თემებზე: 1) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“ 2) ,,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“ 3) ,,რას ვუსურვებ დედას“ მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში. მათი პასუხები იყო ძალიან გულწრფელი.კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რა ახარებს დედას და რა შეუძლიათ მათ გააკეთონ მისი ბედნიერებისათვის. გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, როცა ნებით, თუ უნებლიედ დედას გული ატკინეს. ბავშვები დამპირდნენ, რომ მომავალში გაცილებით უკეთესად მოიქცევიან, რათა დედამ თავი ბედნიერად იგრძნოს და დიდხანს იცოცხლოს. მრავალფეროვანი და საინტერესო იყო მათი სურვილები დედისადმი: ლილეს სურს დედას დიდი და ნათელი სახლი ჰქონდეს; ქეთის დედიკოსთვის ლამაზი კაბები უნდა; მარიამს უნდა დედას დარდი დაავიწყოს; ანასტაიასს უნდა დედა სულ ხალისიანი იყოს და არასოდეს დაიღალოს, ამიტომ აპირებს საოჯახო საქმეები თვითონ გააკეთოს; კესო ოცნებობს დედა არასოდეს გახდეს ავად, არ დაბერდეს და სულ ახალგაზრდა და ლამაზი იყოს... 26თებერვალი პროექტის ყველა მონაწილისათვის ძალიან ემოციური და ხალისიანი გამოდგა. ბავშვები დილიდანვე მოუთბენლად ელოდნენ კონკურსის ,,აი, ნამდვილი შვილი, აი,ვის უყვარს დედა“-ს დაწყებას. გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ, დავყავით მოსწავლეები თანაბარი სიძლიერის გუნგებად და გავაცანით კონკურსის პირობები. გუნდებმა თვითონ დაირქვეს სახელები: ია , ყოჩივარდა და ენძელა პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს და თითქმის ერთნა- ირი ქულები დაიმსახურეს. აი კონკურსის შედეგების ცხრილი : აქტივობები ია ენძელა ყოჩივარდა ,,დედა“-ს გამოყენებით სიტყვების მოფიქრება 10 8 8 კროსვორდი ,,გილოცავ, დედა!“ 11 10 10 გამოცნობა დასახელებული ნიშნებით 8 7 8 რებუსი : ,,იცოცხლე, დედა!“ 3 5 5 სიტყვის გასაღების პოვნა 5 5 5 აპლიკაციის გამოყენებით თაიგულის ,,აწყობა“ 6 10 17 საბოლოო შედეგი 43 45 43 შედეგებიდან ჩანს, გაიმარჯვა ალექსანდრე ბობოხიას გუნდმა,,ენძელა“მ. 1მარტს პროექტის დასკვნით ეტაპზე, ჩავატარე კლასის საათი : ,,დედა ჩემი გაზაფხულია!“. მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები: ლექსები დედაზე და მინი-სპექტაკლები, წაიკითხეს თემასთან დაკავშირებული მოთხრობები. ბოლოს შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. დეიკოებს გადავეცი სიგელები და თაიგულები,ბავშვებს კი თავიანთი ნამუშევრები- ნახატები და მისალოცი ბარათები და ვთხოვე ეჩუქებინათ დედიკოებისათვის. მოსწავლეებმა გამოხატეს კმაყოფილება პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით და დიდი სურვილი მომავალში მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაბმის. ხელმოწერა : /მ.ახალკაცი/ თარიღი : 1მარტი, 2024 წელი

среда, 1 марта 2023 г.

პროექტი კინო და ფანტაზია

 

 

                                        პროექტი „კინო და ფანტაზია“

1.03.2023 წელს II-ა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო და საკლასო პროექტის ფარგლებში "კინო და ფანტაზია" მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი. მათ ნახეს ანიმაციური ფილმი "მუმიას თავგადასავალი“.ბავშვებს ძალიან მოეწონათ  გარემო.დიდ ეკრანზე ნანახი ფილმი მათთვის შთამბეჭდავი იყო. მეორე დღეს კლასში მოხდა ფილმის განხილვა.მათ იმსჯელეს ფილმის შესახებ, ისაუბრეს დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე.  დახატეს ის ეპიზოდი, რომელიც ძალიან მოეწონათ.გააკეთეს პრეზენტაციები და  ნახატები გამოაფინეს სკოლის ფოიეში.

 


                                               














 

შიდა გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია

 



                   სამოდელო გაკვეთილის გეგმა.

 

ინტეგრირებული გაკვეთილი:ქართული ენა-ბუნებისმეტყველება

 

                                                                                  ჩატარების თარიღი: 22.11.2022 წ.

მასწავლებლის სახელი გვარი: მაია ახალკაცი

საგანი: ქართული ენა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეორე.

მოსწავლეთა რაოდენობა: 24

სსსმ მოსწავლე-1

გაკვეთილის ხანგრძლივობა:40 წთ.

გაკვეთილის თემა: ქართული ენა:-  ხეების კამათი

                                   ბუნებისმეტყველება:-მცენარეები.მცენარეები და მათი ნაწილები

                        გაკვეთილის მიზანი: ქართული ენა - ბუნება(ინტეგრირებული).

           ---მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის წაკითხვას და გაგებას.

            ---მოსწავლეები შეძლებენ პერსონაჟ(ებ)ის ქცევის შეფასებას და საკუთარი

                 თვალსაზრისის ახსნას.

           --მოსწავლეები შეძლებენ კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენებას.

            --მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია:"მცენარეებზე“

            --მოსწავლეები შეძლებენ წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენებას.

            --მოსწავლეები შეძლებენ მცენარეების და მათი ნაწილების გამოსახვას

               ჩანახატის საშუალებით.შეადარებენ მცენარეებს და განასხვავებენ ერთმანეთისაგან                           

                                   

I-IV კლასების სტანდარტი

დაწყებითი საფეხურის სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი,  რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს. მაგ., ქართ. დაწყ. (I).1

„ქართ.“- მიუთითებს საგანს „ქართული ენა და ლიტერატურა“;

„დაწყ.(I).”- მიუთითებს I-IVკლასების სტანდარტს;

„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი

(I-IV კლასები)

შედეგების ინდექსი

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

სამიზნე ცნებები

ქართ.დაწყ.(I).1

სტრატეგიების გამოყენებით, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება ცოდნა-გამოცდილების გამდიდრების მიზნით. 

ტექსტი

(შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

 

სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე)

(შედეგები:  (I).4, 5, 6)

 

გრამატიკა (პრაქტიკული)

(შედეგები:  (I).5, 6)

 

წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა (I კლასისთვის)

(შედეგები: (I) 2, 4, 6)

 

დეკოდირება-კოდირება (I კლასისთვის)

(შედეგები:  (I). 2, 4, 6)

ქართ.დაწყ.(I).2

გაწაფული კითხვა ტექსტების შინაარსის შეუფერხებელი წვდომისთვის. 

ქართ.დაწყ.(I).3

საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება ტექსტში მოცემული ინფორმაციის (მაგ., პერსონაჟის ქცევის) შეფასების, პირადი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით.

ქართ.დაწყ.(I).4

სტრატეგიების გამოყენებით, მცირე ზომის ტექსტების შედგენა სხვადასხვა მიზნით (მაგ., წაკითხულზე რეაგირების, ამბის გადმოცემის).

ქართ.დაწყ.(I).5

ენობრივ-გრამატიკული  საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად (მაგ., წაკითხულის გაგება-გააზრებისას, ახალი ტექსტის შედგენისას).

ქართ.დაწყ.(I).6

ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში ადეკვატური სამეტყველო ქმედების განხორციელება.

              

 

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)

1

მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. შეფასების რუბრიკას.

ვამოწმებ საშინაო დავალებას.  დავალებად ჰქონდათ:მოსწავლეებს უნდა  დაეწერათ პატარა მოთხრობა შემდეგი სიტყვების გამოყენებით:გაზაფხული;ფურისულა;ნაკადული;ხევი....

(ბუნებისმეტყველება)-მოსწავლეებს უნდა დაეხატათ გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.

 

 

 

შეფასების რუბრიკა

 5წთ.

 

მოსწავლეები კითხულობენ საშინაო დავალებას ინდივიდუალურად და საუბრობენ საკითხის ირგვლივ,ასაბუთებენ თავიანთ აზრებს.

დავალების პრეზენტაცია

ფრონტალური

რვეულები

3 წთ.

2

 

თემის შეტანა-მიზანი:წინა ცოდნის აქტივირება.მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა“ ხეების კამათი“მოთხრობაა...შემდეგ მასწავლებელი ესაუბრება( ბუნებისმეტყველებიდან):ყველა მცენარეს აქვს გამრავლების უნარი...

მინი ლექცია

ფრონტალური.

ნ.გორდელაძის-მე-4 კლასის სახელმძღვანელო.

5 წთ.

3

მასწავლებელი აკითხებს მოსწავლეებს ტექსტში (ტრიადებში)იმ აბზაცს,სადაც გადმოცემულია დაუჯერებელი ამბავი.   .მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ  პერსონაჟ(ებ)ის საქციელზე,კერძოდ:პერსონაჟ ფჭვის  საუბარზე,რომელიც თავის სასარგებლო თვისებებზე ამაყად საუბრობს.

    მასწავლებელი ესაუბრება აგრეთვე მოსწავლეებს(ბუნებისმეტყველებიდან):რა არის ფიჭვი და როგორი მრავლდება ის.

ხმამაღლა კითხვა.

 

 

 

 

 

 

კითხვა-პასუხის საშუალებით.

წყვილებში კითხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი.

 

 

 

 

მოსწ.წიგნი-ქართული ენა(გვ.89)

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწ.წიგნი-ბუნება(გვ.  )

10 წთ.

4

მასწავლებელი აძლევს  მოსწავლეებს ინდივიდუალურ სამუშაოს:მოსწავლემ უნდა დაწეროს ტექსტიდან ანას საყვარელი ადგილები;შემდეგ უნდა დაწეროს თავისი საყვარელი ადგილი,სადაც მას სიამოვნებს მეგობრებთან ყოფნა.

   მასწავლებელი უთითებს დროს,აძლევს ინსტრუქციას...მოსწავლეები დავალების დასრულების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.

 

 

 

წერითი სამუშაო.

ჯგუფები

ფერადი თაბახის ფურცლები,კალმები.

 

 

 

 

5წთ.

5

მასწავლებელი უსვამს კითხვებს მოსწავლეებს(ქართული ენა):როგორი ამბების კითხვა უყვართ მათ,მხიარული,სევდიანი თუ ზღაპრული.მოსწავლეები სცემენ პასუხებს კითხვებზე და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს.

 მასწავლებელი უსვამს კითხვას მოსწავლეებს(ბუნებისმეტყველებიდან):რა ნაწილებისაგან შედგება მცენარე და რა  ცვლილებას გადის მცენარე განვითარების გზაზე.

კითხვა-პასუხის საშუალებით.

ფრონტალური

მოსწ.წიგნი.

ქართული ენა.

 

 

მოსწ.წიგნი

ბუნება.

3  წთ

6.

მასწავლებელი აძლევს  ჯგუფს  დავალებას:მოსწავლეებმა უნდა დახატონ მცენარე და მისი ნაწილები მიაწერონ ყველა ნაწილს თავისი სახელი.ეს სამუშაო უნდა შეასრულოს ჯგუფმა“ ია„ ყვავილის მაგალითზე.მასწავლებელი აძლევს ჯგუფს ინსტრუქციას და უთითებს დროს...სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.მასწავლებელი აფასებს ჯგუფის თითოეულ წევრს ამ აქტივობაში, განმავითარებელი შეფასებით.

წერითი სამუშაო

ჯგუფური.

ფლიფჩარტი ნახატით:"ია"

3წთ.

7.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,  წაიკითხონ ტექსტში ის ადგილი,სადაც მოცემულია ფჭვის დიალოგი,კერძოდ":თქვენ ზამთარში ფოთლები გცვივათ ,მე კი მაშინაც მწვანედ ვარ შემოსილი მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან თავიანთი ვარაუდები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ხმამაღალი კითხვა.

 

 

 

 

კითხვა-პასუხის საშუალებით.

მოსწავლის წიგნი.გვ.89

3წთ.

8

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას და აჯამებს გაკვეთილს.

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს თვითშეფასების სქემის მიხედვით.

 

მთელი კლასი

 

 

საშინაო დავალება:მოსწ.სავარჯიშო:

ინტერნეტში მოიძიე ინფორმაცია ფიჭვის ხის შესახებ

  

  

3წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეებს შეუძლიათ  ტექსტის წაკითხვა და გაგება;შეუძლიათ საუბარი თეორიაზე:თარგმანი;შეუძლიათ წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად  ჩანახატის საშუალებით,შეუძლიათ ამოიცნონ მცენარეების  ძირითადი  ნაწილები. ასევე  გაიხსენონ მცენარე-გაღვივება,აღმოცენება,ზრდა-განვითარება,გამრავლება.

შეფასება: შეფასება მოხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

 

 

კრიტერიუმები

 

დაბალი

 

საშუალოზე დაბალი

 

საშუალო

 

საშუალოზე     მაღალი

 

მაღალი

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა, მოსმენის კულტურა, ეთიკური ნორმების დაცვა

ვერ კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტს სწორი ინტონაციით და უშვებს შეცდომებს.

საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.

საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.

გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.

კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტს უშეცდომოდ.აქტიურია მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.

მსჯელობისინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა

ვერ მსჯელობს, ჯგუფში მუშაობისას .უშვებს შეცდომებს.

ვერ ახდენს ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპების შედარებას.

ნაწილობრივ მსჯელობს, არ ან ვერ  თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.

ნაწილობრივ ახდენს ორგანიზმების  სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპების შედარებას.

ნაწილობრივ მსჯელობს   ზოგ შემთხვევაში  წვლილიც შეაქვს ჯგუფის მუშაობაში.

ადარებს და ხდენს  ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი  ეტაპების შედარებას.

კარგად  მსჯელობს. შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში.

ადარებს ორგანიზმების სასიციცხლო ციკლის ძირითად ეტაპებს,მაგრამ უჭირს არგუმენტების მოყვანა.

მსჯელობს, აჯამებს და  აანალიზებს   ინფორმაციას, მნიშვნელოვანია მისი წვლილი ჯგუფის  მუშაობაში.

აღწერს,ადარებს და მოყავს არგუმენტები ორგანიზებულად  მცენარის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპების მაგალითზე.

 

 

 

 

თარიღი: 22.11. 2022 წ.                                                              ხელმოწერა:მ.ახალკაცი

 

 





                               ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის

                                               რეფლექსია.

მასწავლებლის სახელი,გვარი:  /მაია ახალკაცი/                                                                                               

საგანი:  ქართული ენა-ბუნებისმეტყველება.

გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 22.11.2022წ.

სწავლების საფეხური:დაწყებითი/მე-2კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა:24

სსსმ მოსწავლე-1

გაკვეთილის თემა: ქართული ენა:-  ხეების კამათი

                                   ბუნებისმეტყველება:-მცენარეები.მცენარეები და მათი ნაწილები

                        გაკვეთილის მიზანი: ქართული ენა - ბუნება(ინტეგრირებული).

 

           ---მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის წაკითხვას და გაგებას.

            ---მოსწავლეები შეძლებენ პერსონაჟ(ებ)ის ქცევის შეფასებას და საკუთარი

                 თვალსაზრისის ახსნას.

           --მოსწავლეები შეძლებენ კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენებას.

            --მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია:"მცენარეებზე“

            --მოსწავლეები შეძლებენ წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენებას.

            --მოსწავლეები შეძლებენ მცენარეების და მათი ნაწილების გამოსახვას

               ჩანახატის საშუალებით.შეადარებენ მცენარეებს და განასხვავებენ ერთმანეთისაგან                

           ჩავატარე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი მე-2კლასში:ქართული ენა-ბუნებისმეტყველება.

       თემა-ქართული ენა:ხეების კამათი“

           ბუნებისმეტყველება:"მცენარეები და მათი ნაწილები“

     ავირჩიე სამოდელო გაკვეთილის ტიპი-ინტეგრირებული გაკვეთილი.ამ ტიპის გაკვეთილის არჩევა განაპირობა იმან,რომ მეორე კლასში მოსწავლეები სწავლობენ ბუნებისმეტყველებაში მცენარეების წარმოშობას,მათ ძირითად ნაწილებს,ხოლო ქართულ ენაში თემა-"ხეების კამათი“რაც მაძლევდა საშუალებას,გამეკეთებინა ინტეგრირებული გაკვეთილი.ამიტომ, მიზნად დავისახე,მოსწავლეებში განმევითარებინა ისეთი უნარები,როგორიცაა:გაგება-გააზრების უნარი;კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენების უნარი;წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენების უნარი მიზნის შესაბამისად;მცენარეების  აღწერის უნარი და ა.შ.

        გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი მარტივი შეკითხვები,რომელიც უკავშირდებოდა წინა გაკვეთილის თემას და თან ვაძლევდი მოსწავლეებს საშუალებას,გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები.

  შემდეგ,მოსწავლეებს წავაკითხე ტექსტი ტრიადებში(აბზაცების მიხედვით).შევახსენე,რომ კითხვის დროს გაემახვილებინათ ყურადღება  პერსონაჟზე კერძოდ ფიჭვზე ,აგრეთვე -გაზაფხულის მახარობელ ყვავილებზე,რომელთა სახელებიც ბუნების გაკვეთილშია ნახსენები.პარალელურად ,გავახსენე თემა ბუნებისმეტყველებიდან:რა ნაწილებისაგან სედგება მცენარე და რა არის საჭირო იმისათვის,რომ მცენარემ შეძლოს ნორმალურად ზრდა-განვითარება,როგორ უნდა მოვუაროთ და გავამრავლოთ  მცენარეები და ა. შ.რამაც, ჩემი აზრით, გაზარდა ინტერესი საკითხის მიმართ.კლასში თვალსაჩინოების მიზნით მოტანილი გვქონდა გახაფხულის მახარობელი ყვავილები,რომლებიც ჩვენს აკვეთილში იყო აღწერილი,კერძოდ:ია-ია(ბოლქვებით),კაბაჭრელა,ფურისულა,ჩიტისთავა,ნარცისი,ტიტა,ოთახის ყვავილები და ა.შ.

      ტექსტის წაკითხვის შემდეგ, გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოსწავლეებს მივეცი ინდივიდუალური სამუშაო. მივეცი ინსტრუქცია,მივუთითე დრო.თითოეულ მოსწავლეს უნდა დაეწერა ტექსტიდან საყვარელი ადგილი",ქვემოთ კი უნდა დაეწერათ პატარა მოთხრობა თემაზე:"ჩემი საყვარელი ადგილი". მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი,გააკეთეს პრეზენტაცია.ამ კონკრეტულ აქტივობაში შევაფასე მოსწავლეები განმავითარებელი შეფასებებით.

     ინდივიდუალური  სამუშაოს დასრულების შემდეგ გავმართეთ დისკუსია თემაზე(კითხვა-პასუხის საშუალებით):როგორი ამბების კითხვა უყვართ მოსწავლეებს:სევდიანი,მხიარული თუ ზღაპარი.გაირკვა,რომ მოსწავლეებს შედარებით უფრო მოსწონთ მხიარული ამბების კითხვა. ამ კონკრეტულ აქტივობაშიც აქტიურად და მხიარულად ჩაერთო მთელი კლასი.

        საუბრის  შემდეგ,გეგმის მიხედვით, ჯგუფს მივეცი კიდევ ერთი დავალება:მივეცი ფლიპჩარტი ნახატით-ია ყვავილი,რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული მოსწავლეებს; მათ დახატეს" ია" ყვავილი. თავისი შემადგენელი ნაწილებით.დავალების დასრულების შემდეგ ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია.

     ჯგუფში მოსწავლეები კარგად  თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან,იყვნენ აქტიურები და მოტივირებულნი. თუმცა,დამჭირდა,  ჩავრეულიყავი სსსმ მოსწავლესთან და სწორი მიმართულება მიმეცა მისთვის(დავალებასთან დაკავშირებით).

     გაკვეთილის განმავლობაში ვეხმარებოდი მოსწავლეებს და ვაძლევდი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას.მოსწავლეები მართლაც  აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში:მსჯელობდნენ თემის შესახებ,თუ როგორ უნდა მოიქცე მაშინ,როდესაც არ იცი,რას აკეთებ,ანუ,თუ ადამიანმა  არ იცის,რას აკეთებს,მაშინ არაფერსაც არ აკეთებს და აჯობებს რამე საქმე  გამოძებნოს...აქვე გავაკეთეთ  პატარა თამაში სახელწოდებით:"ხუთი ყვავილი"-ერთ მოსწავლეს უნდა დაესახელებინა 5 ყვავილის სახელი,მეორეს უნდა ეთქვა ბოლო 2 ყვავილის სახელი და დაემატებინა თვითონ 3 ყვავილის სახელი.ეს თამაში მოსწავლეებისთვის იყო ძალიან სახალისო და საინტერესო. 

    ამ შესაბამისი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი,კრიტიკული,გაგება-გააზრების,კითხვის,წერის  და დამოუკიდებლად აზროვნების უნარები.

       მივეცი საშინაო დავალება მოსწავლის წიგნიდან:"ინტერნეტში მოიძიე ინფორმაცია ფიჭვის ხის შესახებ.

     გაკვეთილის ბოლო ფაზაზე შევაფასე მოსწავლეები პოზიტიური განმავითარებელი კომენტარებით.აგრეთვე ვაფასებდი მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით თითოეული აქტივობის დასრულების შემდეგ.რაც ზრდიდა მოსწავლეთა  მოტივაციას კონკრეტული საკითხის მიმართ.

რამდენიმე აქტივობაში მოსწავლეებმა თვითონაც შეაფასეს თავიანთი თავები(თვითშეფასება),აგრეთვე შეაფასეს ერთმანეთიც(ურთიერთშეფასება),შეფასების რუბრიკის მიხედვით.

            ამ სამოდელო(ინტეგრირებული) გაკვეთილის ჩატარებით მე დავინახე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.მიღებულმა პოზიტიურმა უკუკავშირმა კოლეგების მიერ გაზარდა ჩემი მოტივაცია -გავაუმჯობესო ჩემი მუშაობა.მივიღე კიმპეტენტური რჩევები საგაკვეთილო ნიუანსებთან დაკავშირებით.

      ვფიქრობ,კოლეგებისათვის საინტერესო იყო ბავშვების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები,თვალსაჩინოება-ყვავილები:ფურისულა,ია,კაბაჭრელა,ჩიტისთავა,ტიტა,ნარცისი,ოთახის ყვავილები) და რესურსი:ფლიპჩარტი ნახატით-"გაზაფხულის მახარობელი ყვავილები",ფერადი ბარათები,მაგნიტური დაფა,მარკერები,მაგნიტები,დაფა,ცარცი,მოსწავლის წიგნი, პლიფჩარტი,ფერადი თაბახის ფურცლები.

      გაკვეთილზე განვიცდიდი დროის ნაკლებობას,მქონდა იმის განცდა,რომ ვერ მოვასწრებდი ყველა აქტივობას.იგივე ინტეგრირებული გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას დავისახავდი უფრო მცირე მიზნებს ისე,რომ ყველა აქტივობას დავუთმობდი საკმარის დროს მისი სრულფასოვნად განხორციელებისთვის,რაშიც ვგულისხმობ დროს დაკვირვებისთვის,თითოეული აქტივობის შედეგების გარჩევისთვის და უფრო მეტი განმავითარებელი შეფასებისთვის.გაკვეთილი მომავალში ისე უნდა დაცგეგმო,რომ დამრჩეს საკმარისი დრო მოსწავლეებთან ერთად შევაჯამო გაკვეთილზე მიღწეული შედეგები და ერთად დავსახოთ გაუმჯობესების გზები.

           გაკვეთილზე მომიწია ერთი აქტივობის ჩანაცვლება მეორე აქტივობით,ანუ მოვახდინე აქტივობების გადანაცვლება,მაგრამ,ვფიქრობ,ამან არ შეუშალა ხელი მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

 

                                   მასწავლებელი:მაია ახალკაცი

 

                                                         22.11.2022წ.





 სამოდელო გაკვეთილები

გაკვეთილის მთავარი თემა

ი.გოგებაშვილის  იგავი „ლომი და თაგვი“

სწავლების საფეხური

დაწყებითი, II კლასი

გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა

მოსწავლეები ფრაგმენტებზე დაყრდნობით გამოთქვავენ ვარაუდებს, მუშაობენ ტექსტზე, ახდენენ ტექსტის გამთლიანებას შინაარსზე დაყრდნობით, მოსწავლეს უწევს მუშაობა   ინდივიდუალურად და მთელ კლასთან, მიღებული ცოდნის გამოყენებას აფიქსირებენ ტექნოლოგიების საშუალებით.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მიზნები

·         ლოგიკური აზროვნების განვითარება, აზრის დასაბუთება;

·         სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის დაუფლება;

·         მოსწავლემ მოუსმნს ტექსტს ილუსტრაციით და გამოთქვას ვარაუდები;

·        მოსწავლემ შესძლოს დაახასიათოს პერსონაჟები

 

ზეპირმეტყველება

ქართ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია

 

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება

 

ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე  შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს მათი დამოკიდებულება

 

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

 

კითხვა

ქართ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

 

წერა

ქართ.I.14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე

 

ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

ისტ

 

ისტ I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.

კომპიუტერი, ლომისა და თაგვის სურათი, პროექტორი, ა4 ფორმატის თაბახის ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილის მსვლელობა

ფაზა -

გაკვეთილს ვიწყებ ლომისა და თაგვის სურათის ჩვენებით(დანართი1) , მოსწავლეებს დაურიგდებათ თაბახის ფურცლები ორივე ცხოველის დასახასიათებლად (დანართი2), შემდეგ ერთობლივად შეივსება ასოციაციური რუკა ლომისა და თაგვის. (დანართი3)

ამის შემდეგ დავსვამ კითხვას და პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე.

შესაძლებელია თუ არა თაგვისა და ლომის დამეგობრება?

ფაზა

პროექტორის საშვალებით ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ ელ. წიგნს, სადაც წარმოდგენილია იგავი „ლომი და თაგვი“ და ერთობლივად წავიკითხავთ პაუზებით. ანალოგიურად მოსწავლეებს თაბახის ფურცლები აქვთ დარიგებული და ავსებენ ცხრილს (დანართი4) დაისმევა კითხვები:

-რას გრძნობდით როცა შენი ვარაუდი გამართლდა/ან არ გამართლდა/?

-რით განსხვავდება ან ჰგავს თქვენს მიერ შექმნილი თხზულება?

-თქვენ რომ ავტორი იყოთ როგორ განაგრძობდით/?

 თამაში:

ბავშვები  განასახიარებენ მშიშარა და ძლიერ ლომს და გამოსცემენ შესაბამის ხმას ( მაგალითად წრიპინებენ, ღრიალებენ)

ფაზა

ყველა მოსწავლეს ურიგდება იგავის ტექსტი. კითხულობენ დამოუკიდებლად და ავსებენ ცხრილებს. (დანართი 4)

 

შეფასებ

განმავითარებელი კომენტარები

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

დაბალი

დამაკმაყოფილებელი

საშუალო

მაღალი

დამოუკიდებლად კითხულობს და იგებს მის შინაარსს

გამოთქვამს ვარაუდს და ამყარებს არგუმენტებს

ახასიათებს ნაწარმოების გმირს





გამოყენებული რესურსები:

 

 





 

 



სურათები:    

 

               

 

 

  სსიპ ქ.თბილისის 130-ე საჯარო სკოლა

 დაწყებითი კლასის პედაგოგის: მაია ახალკაცი

 

                              გაკვეთილის რეფლექსია

   2023 წლის 15 თებერვალს გაკვეთილი  ჩავატარე 2კლასში(საგანი ქართული ენა და ლიტერატურა,თემა (იგავ-არაკები) გაკვეთილი ითვალისწინებდა წინა მასალის გამოკითხვას და ახალი თემის ახსნას.

გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის გამეცნო თუ რა არის იგავ-არაკი, კერძოდ ვისაუბრე  თაგვი და ლომი იგავ -არაკზე.გაკვეთილის დასაწყისში შევახსენე ქცევის წესები,წინარე ცოდნის განმტკიცებისათვის მივმართე გონებრივ იერიშის მეთოდს,  ეს დამეხმარა  არსებული ცოდნის ახალ მასალასთან დაკავშირებაში,

რესურსად გამოვიყენე სლაიდშოუ ,სადაც  გაკვეთილთან დაკავშირებული სურათები იყო. ამის შემდეგ წავიკითხე გაკვეთილი, შემდეგ დავურიგე წინასწარ გამზადებული  სამუშაო ფურცლები სადაც შეძლეს წყვილებმა მუშაობა.შევახსენე დრო. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს შესაბამის კითხვებს, რითაც მოხერხდა ყველა მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.  პრეზენტირების შემდეგ შევაჯამეთ მიღებული ცოდნა  და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას. ამის შემდეგ მათ მივეცი საშინაო დავალება წერილობით შეესრულებინათ სახელმძღვანელოს დავალებები:   

გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობა წავახალისე ფერადი ვარსკვლავებით.

  ვფიქრობ მიღწეული შედეგი საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია,დროის ლიმიტი გამოვიყენე ეფექტურად. მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ხარვეზი და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დამეხმარება ისეთი საკლასო აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა დისკუსია და დებატები.

                                                         15/02  /  2023წ/