http://LearningApps.org/watch?v=pu9h0h90j16
четверг, 3 ноября 2016 г.
вторник, 19 апреля 2016 г.
დღე მეცხრე : პრეზენტაციის წარდგენის დღე
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტები და ეხლა წინ
გველოდება მუშაობა მისი სისრულეში მოყვანისათვის.სასწავლო პროექტის შედეგიანობა იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი მოსწავლეები
პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვაში, პროექტის მართვასა და ასევე მონიტორინგის, შეფასების
და თვითშეფასების პროცესებში.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:
დიდ მადლობას ვუხდი პროექტის
ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო
ტრენინგის შემოთავაზებისათვის, ჩვენს ტრენერს ქალბატონ მარეხი
ჯელაძეს. ტრენინგი
იყო ძალიან საინტერესო და
სასარგებლო, ბევრის მომცემი
და კრეატიული.
მზად ვარ
მივიღო მონაწილეობა სხვა საინტერესო პროექტებში და ტრენინგებში.
სსიპ
ქ. თბილისის 130-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი:
მაია
ახალკაცი.
четверг, 14 апреля 2016 г.
დღე მერვე ; ეს დღეც აღმოჩნდა საინტერესო და დატვირთული. ვიმუშავეთ საქაღალდე დამხმარეზე, გავეცანით
ფასილიტაციის ნიმუშებს, გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს, სისრულეში მოვიყვანეთ ჩვენი
გეგმა. ყველა მოძიებული მასალა ჩავდეთ შესაფერის საქაღალდეში. დაგვრჩა ბოლო საპრეზენტაციო
დღე, როდესაც ერთმანეთის წინაშე უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია.
вторник, 12 апреля 2016 г.
დღე მეშვიდე : განვიხილეთ მეხუთე მოდული ,შევქმენით შეფასების
ფორმები, მოსწავლის მხარდაჭერის ცხრილი , კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი
ინტელექტის თეორია ,დავხვეწეთ პროექტის გეგმა. გავაკეთეთ რეფლექსია. საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო,მადლობა ჩვენ ტრენერს ქალბატონ მარეხი ჯელაძეს დაუღალავი შრომისათვის.
четверг, 7 апреля 2016 г.
вторник, 5 апреля 2016 г.
დღე -მეხუთე :გავეცანით, თუ როგორ უნდა დავაფიქსიროთ საავტორო უფლებები
მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონებს.
შექმნილი დოკუმენტი შევინახეთ საქაღალდეში. შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული ბროშურის
ნიმუში.განვიხილეთ ბლოგის შექმნა, რედაქტირება, ჩანართების გაკეთება, ლინკების ჩასმა. სურათების ჩასმა ბლოგში და დიზაინის შეცვლა. ეს დღეც იყო დატვირთული და ნაყოფიერი.
четверг, 31 марта 2016 г.
დღე მეოთხე : დაიწყო წინა დღის გახსენებით .შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების
მეთოდების განხილვაზე, გავიხსენეთ შეფასების განმავითარებელი და განმაზოგადებელი ფორმები,
შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე, განვიხილეთ მისი შინაარსი და ტექნიკური მხარე,ავირჩიე მეთოდი ვ-მ-ვ. ასევე გავაკეთეთ მიმოწერები სხვა ბლოგის წევრებთან. ეს დღეც იყო დატვირთული და ნაყოფიერი, მუშაობის ხალისს გვმატებდა
ჩვენი ტრენერი მარეხი ჯელაძე.
вторник, 29 марта 2016 г.
четверг, 24 марта 2016 г.
დღე მეორე
დღე
მეორე : თვალი გადავავლეთ წინა
დღისით განვლილ მასალებს .
შემდეგ გავეცანით პუბლიკაციის სხვადასხვა შაბლონებს,
დავამზადეთ პროექტისთვის ბროშურები, მოვიძიეთ და ავტვირთეთ სურათები შევავსეთ ინფორმაციით.
დღე იყო დატვირთული და საინტერესო.
პირველი დღე--- რეფლექსია
დღე პირველი: დაიწყო
ძალიან სასიამოვნოდ, გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და ამოცანებს.ტრენინგი გათვლილი იყო 9 სამუშაო დღეზე, შედგებოდა
8 მოდულისაგან ანუ გათვლილი იყო 36 საათზე.ინტერნეტში განთავსებული იყო სახელმძღვანელო,
რომელშიც დამუშავებული იყო ყველა საკითხი
, თუ როგორ მოვამზადოთ და განვახორციელოთ ნებისმიერი პროექტი, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები
ეფექტურად, განვიხილეთ
21 საუკუნის უნარ-ჩვევები,
მიმდინარე შეფასება, მიზანმიმართული
დავალებები, ასევე
გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.ბლოგზე გავაკეთეთ რეფლექსია და გავაკეთეთ სხვა ბლოგებზე
კომენტარები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)