пятница, 1 марта 2024 г.

პროექტი დედა ჩემი გაზაფხულია

პროექტის განაცხადი პროექტის ხელმძღვანელი მაია ახალკაცი პროექტში მონაწილენი მაია ახალკაცი 3 კლასის მოსწავლეები დასაწყისი 26თებერვალი დასასრული 1 მარტი ბიუჯეტი /რესურსები სამუშაო მასალით ბავშვებს ვუზრუნველვყოფ თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტი მიზანი საით გვსურს წასვლა? რას გვინდა მივაღწიოთ? პატარები გააცნობიერებენ დედის როლსა და მნიშვნელობას, დააზუსტებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ ნახატებში, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, აპლიკაციის გამოყენებით ააწყობენ სარვამარტო თაიგულებს; მონაწილეობას მიიღებენ თემასთან დაკავშირებით მოწყობილ კონკურსში, შეისწავლიან ლექსებს დედაზე, წაიკითხავენ შერჩეულ მოთხრობებს და იმსჯელებენ მათ მორალზე არსებული მდგომარეობა რა მდგომარეობაა ამ მომენტისათვის? რა პრობლემები არსებობს? ამ მომენტისათვის ბავშვები გამოხატავენ სურვილს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობისას.შესასრულებელ ამოცანებს დავგეგმავთ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პრობლემაა სკოლაში ინტერნეტის არქონა, მაგრამ ვიმუშავებთ სახლებში. განსახორციელებელი ამოცანები რა უნდა გაკეთდეს? რა დროში? რა თანმიმდევრობით? 26თებერვალი ა)ხატვა თემაზე ,,ჩემი დედიკო“ ბ)მისალოცი ბარათების დამზადება (პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მაია ახალკაცი 27 თებერვალი დისკუსია თემებზე: ა) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“ ბ),,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“ გ),,რას ვუსურვებ დედას?“ 9) პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მ.ახალკაცი 28 თებერვალი კონკურსი: ,,აი, ნამდვილი შვილი, აი, ვის უყვარს დედა“ ა)კროსვორდის ,,გილოცავ დედა“ შევსება ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით სიტყვების შედგენა გ)დაშიფრული სიტყვის ,,სიხარული“ გამოცნობა დ) ცხოველების და ფრინველების გამოცნობა მითითებული ნიშნების მიხედვით ე)აპლიკაციის გამოყენებით სარვამარტო თაიგულების აწყობა პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მ.ახალკაცი 29 თებერვალი კლასის საათი: ,,დედა ჩემი გაზაფხულია“ ა)დედაზე ლექსების თქმა და მოთხრობების წაკითხვა ბ)პროექტის შეჯამება პასუხისმგებელი ჩატარებაზე: მაია ახალკაცი შედეგი ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა? პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს; ეცდებიან მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავიანთი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს. შეფასება როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით, თუ არა შედეგზე? პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს. ჯგუფის წევრები დავაკვირდებით ერთმანეთის მუშაობას პროექტის მიმდინარეობისასაც სპეციალური შეფასების რუბრიკების საშუალებით პროექტის რეფლექსია პროექტის დასახელება: ,,დედა ჩემი გაზაფხულია“ პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება: გვსურდა სათანადოდ აგვეღნიშნა დედის დღე 3 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი.დედის თემა არასოდეს კარგავს აქტუალურობას, მით უმეტეს სპეციალურად მისთვის დაწესებულ საზეიმო დღეებში. ბავშვებს შევუქმენით სათანადო გარემო და მივეცით შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოეხატათ დედის სიყვარული და პატივისცემა. მიზანი: პროექტის მიზანი იყო დავხმარებოდით მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ გადაუხდელი და შეუფასებელია დედის ამაგი; შეგვექმნა მათთვის მოტივაცია დედის, ქალისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვის,დაგვეფიქრებინა პატარები, თუ როგორ ჯობია მოიქცნენ დედის გასახარებლად; მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში; შედეგად- თვითონაც შექმნოდათ ხალისიანი განწყობა და დედაც გაეხარებინათ პროექტის ფარგლებში შექმნილითავიანთი ნამუშევრებით. ამოცანები და განხორციელების გზები : დასახული მიზნის მისაღწევად დავგეგმეთ და შევასრულეთ შემდეგი ამოცანები : 24თებერვალს შევკრიბე დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე,დავურიგე სამუშაო მასალები და ვთხოვე ჯერ შეესრულებინათ ნახატები თემაზე: ,,ჩემი დედიკო“, შემდეგ კი დედისათვის მისალოცი ბარათები დაემზადებინათ.ბავშვებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ნახატებში გადმოსცეს დიდი სიყვარული დედისადმი და გამოხატეს საზეიმო განწყობა-ამაზე მეტყველებდა მათ მიერ გამოყენებული ნათელი ფერები. პატარების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები კი სავსე იყო კეთილი სურვილებით. გამორჩეულად კარგი ნამუშევრების ავტორები იყვნენ: ლიკა და თენგიზ კამკამიძეები, კესო ჩხიკვაძე, მარიამ კვირიკაშვილი და ხატია შველიძე. 25ტებერვალს ბავშვებს შევთავაზე დისკუსია თემებზე: 1) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“ 2) ,,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“ 3) ,,რას ვუსურვებ დედას“ მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში. მათი პასუხები იყო ძალიან გულწრფელი.კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რა ახარებს დედას და რა შეუძლიათ მათ გააკეთონ მისი ბედნიერებისათვის. გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, როცა ნებით, თუ უნებლიედ დედას გული ატკინეს. ბავშვები დამპირდნენ, რომ მომავალში გაცილებით უკეთესად მოიქცევიან, რათა დედამ თავი ბედნიერად იგრძნოს და დიდხანს იცოცხლოს. მრავალფეროვანი და საინტერესო იყო მათი სურვილები დედისადმი: ლილეს სურს დედას დიდი და ნათელი სახლი ჰქონდეს; ქეთის დედიკოსთვის ლამაზი კაბები უნდა; მარიამს უნდა დედას დარდი დაავიწყოს; ანასტაიასს უნდა დედა სულ ხალისიანი იყოს და არასოდეს დაიღალოს, ამიტომ აპირებს საოჯახო საქმეები თვითონ გააკეთოს; კესო ოცნებობს დედა არასოდეს გახდეს ავად, არ დაბერდეს და სულ ახალგაზრდა და ლამაზი იყოს... 26თებერვალი პროექტის ყველა მონაწილისათვის ძალიან ემოციური და ხალისიანი გამოდგა. ბავშვები დილიდანვე მოუთბენლად ელოდნენ კონკურსის ,,აი, ნამდვილი შვილი, აი,ვის უყვარს დედა“-ს დაწყებას. გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ, დავყავით მოსწავლეები თანაბარი სიძლიერის გუნგებად და გავაცანით კონკურსის პირობები. გუნდებმა თვითონ დაირქვეს სახელები: ია , ყოჩივარდა და ენძელა პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს და თითქმის ერთნა- ირი ქულები დაიმსახურეს. აი კონკურსის შედეგების ცხრილი : აქტივობები ია ენძელა ყოჩივარდა ,,დედა“-ს გამოყენებით სიტყვების მოფიქრება 10 8 8 კროსვორდი ,,გილოცავ, დედა!“ 11 10 10 გამოცნობა დასახელებული ნიშნებით 8 7 8 რებუსი : ,,იცოცხლე, დედა!“ 3 5 5 სიტყვის გასაღების პოვნა 5 5 5 აპლიკაციის გამოყენებით თაიგულის ,,აწყობა“ 6 10 17 საბოლოო შედეგი 43 45 43 შედეგებიდან ჩანს, გაიმარჯვა ალექსანდრე ბობოხიას გუნდმა,,ენძელა“მ. 1მარტს პროექტის დასკვნით ეტაპზე, ჩავატარე კლასის საათი : ,,დედა ჩემი გაზაფხულია!“. მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები: ლექსები დედაზე და მინი-სპექტაკლები, წაიკითხეს თემასთან დაკავშირებული მოთხრობები. ბოლოს შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. დეიკოებს გადავეცი სიგელები და თაიგულები,ბავშვებს კი თავიანთი ნამუშევრები- ნახატები და მისალოცი ბარათები და ვთხოვე ეჩუქებინათ დედიკოებისათვის. მოსწავლეებმა გამოხატეს კმაყოფილება პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით და დიდი სურვილი მომავალში მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაბმის. ხელმოწერა : /მ.ახალკაცი/ თარიღი : 1მარტი, 2024 წელი