ქ. თბილისის 130-ე საჯარო სკოლის მეორე პირველ კლასში დამრიგებელი: მაია ახალკაცის ორგანიზატორობით ჩატარდა პროექტი გაკვეთილი "როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში". 1პროექტის სახელწოდება: როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებს.
3. პროექტის აქტუალობა: გაეცნონ მოსწავლეები სხვადასხვა მხარეს თავიანთი ტრადიციებით. დაადგინონ რა მსგავსება– განსხვავებაა მათ შორის.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ არა მარტო მსოფლიოში, არამედ ჩვენს პატარა საქართველოშიც ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებული ტრადიციები არსებობს. შეძლონ ამ ტრადიციების მოძიება. მოიძიონ ასევე სურათები ამ რიტუალების გამოსახულებით, მოიპოვონ სხვადასხვა კუთხის მრავალჟამიერის ჩანაწერები, მოპოვებული სურათებით შექმნან ალბომი, თითოეულმა გააკეთოს ჩანახატები სხვადასხვა რიტუალებისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий