вторник, 10 января 2023 г.

კლასის საათი

 

 სსიპ.ქ. თბილისის 130-ე საჯარო სკოლა

lI კლასი
                                         
კლასის საათი  თემაზე : ,,მავნე ჩვევები"


  კლასის საათი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ტიპის მავნე ჩვევებს და აღნიშნეს მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების წესზემოსწავლეები თანაბრად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და თავიანთ შეხედულებება თუ გამოცდილებებზე გულახდილად საუბრობდნენგამოყენებული იყო, როგორც მინი ლექციის, ისე დიალოგისა და დისკუსიის მეთოდი. ერთ-ერთმა მოსწავლემ იმუშავა "POWER POINT"-ში და გააკეთა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

 

 

 


lI კლასი

                                   კლასის საათის თემა ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“

 

 

 

 

  ეორე კლასში, ერთ-ერთ გაკვეთილზე, საუბარი   შეზღუდული შესაძლებლობები აღარ არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება გაჩერდეთ და თითით მიანიშნოთ ადამიანზე.      აღნიშნულმა შეხედულებამ კლასში მკაცრი პოლემიკა გამოიწვია. მოსაზრებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი შეხედულება მხოლოდ არსებული მახინჯი სტერეოტიტიპია და კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებსათან. იდეა, რომ მომდევნო კლას საათის თემად სწორედ სტერეოტიპები აგვერჩია ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გადაწყდა. კლას საათმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების დაცვას. მოიყვანეს სტერეოტიპების გავრცელებული მაგალითებიც და აღნიშნეს, რომ მათში არაფერია ჭეშმარიტი, რადგან ხალხის მიერ გამოგონილი მცდარი შეხედულებებია მთელ რიგ საკითხებზე. საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტერეოტიპები არ უნდა არსებობდნენ. კლას საათის კმაყოფილი ვარ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლასის საათის ოქმიN2

 

თემა:     ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“

მიზანი:    სტერეოტიპების უარყოფით მხარეებზე მოსწავლეების ინფორმირება

მოსწავლეთა რაოდენობა: 24

თარიღი: 19.11.22

 

სტრუქტურა

შინაარსი

უფროსი

 

შესავალი

გონებრივი იერიში: რა არის სტერეოტიპი?

შეგიძლიათ შესაბამისი მაგალითის მოყვანა?

 

პედაგოგი

 

 

ძირითადი  საკითხის არსი

სტერეოტიპები საზოგადოების განვითარების პარალელურად არსებობდნენ და ისინი თავად ადამიანების მიერ წარმოდგენილი მცდარი შეხედულებების ერთობლიობად შეიძლება მოვიაზროთ. სტერეოტიპები ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რადგან არსით ისინი ეწინააღმდეგებიან  საღ აზრს. სტერეოტიპის მაგალითებია: , ორშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება“ საზოგადოება ნელ-ნელა იაზრებს, რომ ტატუებიანი ადამიანები კრიმინალები არ არიან. ისინი ტატუს იმიტომ იკეთებენ, რომ მოსწონთ.და ა.შ.

                                       მასწავლებელი

 

მოსწავლეები

 

 

 

დასკვნა

 

სტერეოტიპები ადამიანებმა გამოიგონეს ისევ მათ წინააღმდეგ. რაც უსარგებლოა, უნდა დაიმსხვრეს.

 

 

მოსწავლეები.

 

 

 

 

 კლასის საათის ოქმიN3

 

თემა:     ,,ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა“

მიზანი:    ქალ-ვაჟს შორის ჯანსაღი ურთიერთობების გააზრება. მეგობრობის აზრის გაცნობა.

მოსწავლეთა რაოდენობა: 24

თარიღი: 23.01.22

 

სტრუქტურა

შინაარსი

უფროსი

 

შესავალი

გონებრივი იერიში: არსებობს თუ არა ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა?

 

პედაგოგი

 

 

ძირითადი  საკითხის არსი

ქალ-ვაჟს შორის არსებული ურთიერთობის(მეგობრობის კონტექსტში) განხილვა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიო მაგალითზე.

                                 მასწავლებელი

 

მოსწავლეები

 

 

 

დასკვნა

ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა შესაძლებელია.

 

 

მოსწავლეები.

 

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий